LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალმა საზიზღარი შეურაცხყოფა არ აპატია კაცს და სილა გააწნა (რომელმაც საკუთარი მუნდირის ღირსებაც არ იცის) ამის გამო საპყრობილეში შიმშილობს. სად არის ჩვენი ქართველობა, კავკასიელობა“ – რეზო თაბუკაშვილი

751
რეზო თაბუკაშვილი

„ქალმა საზიზღარი შეურაცხყოფა არ აპატია კაცს და სილა გააწნა (რომელმაც საკუთარი მუნდირის ღირსებაც არ იცის) ამის გამო საპყრობილეში შიმშილობს. სად არის ჩვენი ქართველობა, კავკასიელობა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი რეზო თაბუკაშვილი წერს.

„არასწორია საკითხის ასე დაყენება, რომ მზია ამაღლობელმა სილა გააწნა პოლიციელს, მზია ამაღლობელმა სილა გააწნა დამნაშავეს“ – ნინო ლომჯარია

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს.

„ბოდიშს ვიხდი ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ… შიმშილობის 18 დღე ძალიან საგანგაშოა… ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები“ – ხოშტარია ამაღლობელზე

ცნობისათვის, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g