LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ტყვედ აიყვანა უფროსი, რომელმაც ის სამსახურიდან გაათავისუფლა

115
kidnapping-1

ინდოეთში ფინანსური დაწესებულების თანამშრომელმა, შურისძიების მიზნით გაიტაცა ყოფილი უფროსი, რომელმაც ის სკანდალის შემდეგ სამსახურიდან გაუშვა. ამის შესახებ News9Live წერს.

ქალაქ სანტაში მდებარე ფირმის ხელმძღვანელმა, სახელად აშიშმა თავის ხელქვეითთან შიკხა სინხთან სამსახურებრივ საკითხზე იკამათა. კამათი ჩხუბში გადაიზარდა და შედეგად ქალმა სამსახური დაკარგა.

იმავე დღეს, როცა აშიში სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, თავს უცნობი პირები დაესხნენ. მალევე კაცის ოჯახს გამტაცებლებმა დაურეკეს და გამოსასყიდი – 200 ათასი რუპია მოითხოვეს.

ოჯახმა პოლიციაში დარეკა და სამართალდამცავებმა გატაცებულის პოვნა მალევე შეძლეს. გამტაცებლები გაიქცნენ, კაცი კი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აშიშმა პოლიციას უთხრა, რომ მომხდარში მისი ყოფილი თანამშრომელი იყო გარეული და ყოფილ უფროსზე შური ამ გზით იძია.

გამოძიება ამჟამად სინხის, მის მეუღლესა და სხვა თანამძრახველებს ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები