პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი ”ქალთა ბედნიერება” მომხმარებელს ახალ აქციას სთავაზობს. 25 და 26 ნოემბერს LOREAL-ის სრულ ასორტიმენტზე კომპანია 20%-იან ფასდაკლებას აცხადებს. როგორც ”ფორტუნას” ”ქალთა ბედნიერებაში” განუცხადეს, აღნიშნული ფასდაკლების გარდა, მომხმარებელი საჩუქრებსაც მიიღებს.
”უსაჩუქროდ არ დაგვრჩება არავინ. გარდა ფასდაკლებისა, 30-ლარიან შენაძენზე და ზემოთ, საჩუქრები გვაქვს ყველასთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩვენთან 100 ლარის ღირებულების პროდუქციას შეიძენს”, – განმარტეს პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელში. მათივე ინფორმაციით, ფასდაკლების აქცია კომპანიის ყველა ფილიალში ვრცელდება.
ცნობისთვის, პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი ”ქალთა ბედნიერება” ქართულ ბაზარზე 20 წელია წარმოდგენილია და მომხმარებელს სთავაზობს 300-მდე ბრენდი 12 ათასი დასახელების პროდუქციას. აქ წარმოდგენილ ბრენდებს შორისაა: L’OREAL, Keune, WELLA, Schvarkoff, MaxFactor, Elite, Franck Provost, Revlon, VICHY, La Roche, ORLY, LCN და სხვა.