LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბიმ ოფსეტის შემცვლელი იპოვა – რეპერს ახალი რჩეული ჰყავს

114
photo-collage.png

ოფსეტთან დაშორებიდან თითქმის 1 წლის თავზე, ქარდი ბის ახალი გულისწორი ჰყავს. რეპერის რჩეული სტეფონ დიგსია, რომელთან რომანის შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელდა. ახლახან წყვილი საჯაროდ, პირველად გამოჩნდა.

32 წლის ჰიპ ჰოპ არტისტი და 31 წლის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის მოთამაშე ,,ნიუ-იორკ ნიქსისა” და ,,დეტროიტ პისტონის” საკალათბურთო თამაშს ერთად დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ქარდი ბი ოფსეტს მაშინ დაშორდა, როცა მისგან მესამე შვილს ელოდებოდა. მათ ერთად 7 წელი გაატარეს.

ფოტო: ,,ყველა დასასრულს, ახალი დასაწყისი აქვს” – ქარდი ბი ქმარს შორდება და ორსულადაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები