LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბის ახალ კლიპში ქართული ბრენდის საყურეები უკეთია

310
screen-shot-2020-08-07-at-2.25.50-pm

საერთაშორისოდ აღიარებულმა რეპერმა, Cardi B-მ ახლახან კიდევ ერთ რეპერ ქალთან Megan The Stallion-თან ერთად, ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. Wap „იუთუბზე“ 7 აგვისტოს ატვირთეს და ის უკვე 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ქართველი მკითხველისთვის ეს კლიპი უფრო მეტად საინტერესო გახდება მას შემდეგ, რაც შეიტყობთ, რომ ქარდი ბის ამ ვიდეორგოლის ერთ-ერთ სცენაში ქართული ბრენდის, LIYA საყურეები უკეთია.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად ქართულ ბრენდს უდევს ოფიციალურ „ინსტაგრამ“-გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ბრენდის მთავარი დიზაინერი ლია გოგლიძეა, რომელიც თბილისში დაიბადა და მოსკოვსა და ვენაში გაიზარდა. მან განათლება მოდის სფეროში პრესტიჟულ სასწავლებლებში მიიღო, საკუთარი ბრენდი კი 2017 წელს დააფუძნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები