LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბის სკანდალური პერფორმანსი ,,პორნო ოსკარზე” – ყოფილ სტრიპტიზიორს დარბაზი ფეხზე წამოუდგა (18+)

9041842-0-image-a-124_1548589828351

ქარდი ბი პირველი ქალი შემსრულებელია ,,პორნო ოსკარების” ისტორიაში, რომელმაც საღამო მუსიკალურად გააფორმა. 26 იანვარს, ლას-ვეგასში, 36-ე AVN Awards გაიმართა. საინტერესოა, რომ პერფორმანსამდე სკანდალურმა რეპერმა, ,,ინსტაგრამის” გამომწერებისთვის იმ ლუქებით იპოზიორა, რომლებიც მოგვიანებით სცენაზე გამოსვლისას მოირგო.

ვიდეოში, 26 წლის ვარსკვლავმა ლურჯი და მწვანე კოსტიუმებით სექსის იმიტაცია მოაწყო.

 

View this post on Instagram

 

Blue or Green? AVN awards inspire me tonight !

A post shared by CARDIVENOM (@iamcardib) on

ცალკე აღნიშვნის ღირსია შოუ, რომელზეც თავი პორნოგრაფიული ინდუსტრიის წარმოამდგენლებმა მოიყარეს. ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ წამოუდგა დარბაზი ფეხზე ყოფილ სტრიპტიზიორს, რომელმაც პერფორმანსი სიმღერით Bickenhead დაიწყო.

,,მე შენ გიცნობ”, – მიმართა სცენიდან ერთ-ერთ სექს-მუშაკს Offset-ის ექს მეუღლემ.

სანახაობრივი აღმოჩნდა ახალბედა დედის მეორე წარმოდგენაც, რომლის დროსაც ჰიპ-ჰოპ არტისტმა, სადებიუტო სინგლი Bodak Yellow შეასრულა.

https://www.youtube.com/watch?v=RH7SxSceUA8

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაჯილდოების ორგანიზატორების იმედები გამართლდა, რადგან უკვე ორი დღეა თითქმის ყველა მედია საშუალება აქტიურად განიხილავს AVN Magazine-ის წლის მთავარ ეპატაჟურ მოვლენას, რომელსაც საფუძველი 1984 წელს ჩაეყარა და 100 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს ავლენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები