ქარელის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებულ ქალზე შუა ხნის მამაკაცმა სექსუალურად იძალადა.
როგორც ქალის ახლობლები აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
პირი, რომელმაც ქალის გაუპატიურება სცადა, სავარაუდოდ, დაზარალებულის ოჯახის ახლობელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.