LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარი ქრის: მეკარემ საკუთარი კარიდან გაიტანა (ვიდეო)

34

ესპანეთის დაბალი დივიზიონის მეკარის გოლი საკუთარი კარიდან, რისთვისაც მან მადლობა მეორე მეკარეს უნდა გადაუხადოს.
მადრიდის „პოსუელო ალარკონის“ გოლკიპერი – მონსტრია.

ფეხბურთელმა გვარად სალვა გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა „ვილიანუევო დელ პარდილიოს“ წინააღმდეგ შეხვედრაში. მისმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, თავად მეკარე კი მატჩის გმირი გახდა: საკუთარი კარიდან გაისროლა და მეტოქის გოლკიპერს ფეხებს შორის გაუძვრინა. ისიც ითქვა, რომ იმ დღეს ძლიერი ქარი ქროდა და ესეც დაეხმარა სალვას შედევრის შექმნაში.

„პოსუელო ალარკონი“ და „ვილიანუევო დელ პარდილიო“ ესპანეთის მეოთხე დივიზიონში გამოდიან.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=14&v=6cc_Tz4528s

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები