ნიკოლ კიდმანმა, კინოფესტივალ BFI-ის ფარგლებში, ახალი ფილმი „ლომი“ წარადგინა. წითელ ხალიჩაზე მსახიობთან ერთად ფილმში მონაწილე სხვა ვარსკვლავებმაც მოიყარეს თავი. ამის მიუხედავად, დღის მთავარი გმირი, სწორედ, ნიკოლი გახდა.
ოსკაროსანი მსახიობი ბრწყინავდა შავი ფერის საღამოს კაბაში. კინოთეატრში შესვლამდე ნიკოლი ფოტოგრაფებთან პოზირებდა და ფანებთან ფოტოების გადაღებაც მოასწრო. ფოტოებზე ჩანს, რომ ქარმა მსახიობს კაბა აუფრიალა, რამაც ის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. ხავერდოვან შავ კაბაში კარგად ჩანდა კიდმანის ფეხები და თავად კაბის სილუეტი ხაზს უსვამდა მის დახვეწილ ნაკვთებს.
როგორც ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტური იყო ნიკოლ კიდმანის ვარცხნილობაც. რაც შეეხება კაბას, ის მსახიობმა Armani-ის საღამოს კაბების კოლექციიდან შეარჩია.
