LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარტია: „იმედის“ წამყვანებმა ბერასთან ინტერვიუში დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვიეს

1490
BeFunky-collage (1)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია იმედის გადაცემა “იმედის ფაქტორის” წამყვანებმა, მაგდა ანიკაშვილმა და ვაკა გორგილაძემ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვიეს.

ქარტიის ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ ქარტიას მარიამ მელქაძემ მომართა. მათივე განცხადებით, სადავო გადაცემა, რომელშიც ასევე იყო ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან ფარული ჩანაწერების ამბავზე, ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 09 მარტს გავიდა.

“განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში რესპონდენტის მხრიდან გაჟღერებული ტერმინი “ქათმები” მიმართული იყო საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებული თემის – ლგბტქ+ ადამიანების მისამართით.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა არაფერი გააკეთა, მსგავსი ფორმით დისკრიმიანციის თავიდან ასაცილებლად, რითიც ხელი შეუწყო მათ (ლგბტქ+ წარმომადგენელების) მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმების გაღრმავებას და კიდევ უფრო მეტად ვიქტიმიზაციას”- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g