13 დეკემბერს, 13:00 საათიდან, მულტიფუნქციური ღვინის ჰაბი „საძველე” (პეტრიაშვილი #1, ღვინის ქარხანა) ღვინისა და კერძის ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალი აერთიანებს ქართლის მეღვინეებს, ფერმერებსა და შეფმზარეულებს, რომლებიც სტუმრებს ქართლის ავთენტურ ღვინოებსა და ტრადიციულ კერძებს შესთავაზებენ.
ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ ღვინის ექსპერტმა ანა გოდაბრელიძემ ისაუბრა:
ღონისძიება მიზნად ისახავს რეგიონული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას და სტუმრებისთვის ხარისხიანი, კულტურულად მდიდარი გასტრონომიული გარემოს შექმნას.
ფესტივალის ფარგლებში:
- პროფესორი დავით ჩიჩუა ჩაატარებს მასტერკლასს იშვიათ ქართლის ჯიშებზე, ჯიღაურას კვლევითი ცენტრში დაყენებული ღვინოებით.
- 2025 წლის საუკეთესო სომელიე საბა ქიტიაშვილი ჩაატარებს მასტერკლასს მის მიერ ფესტივალზე შერჩეული ქართლის ღვინოებით.
- შეფი გიორგი მანჯავიძე (მანჯი) სტუმრებს შესთავაზებს ბურგერს ქართლის გემოების ნოტებით, ბიო მეურნეობის „ელკანა“ პროდუქციით.
- ნინო ძინძიბაძე ქართლისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებს.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია, გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაცია, ღვინის სკოლა „ვინემო“.
