LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე ახალი საკონდიტრო – André გამოჩნდა: „გვსურს, ყველამ შეძლოს ჩვენი ფრანგული დესერტებისა და ტკბილეულის დაგემოვნება“

416
274223223_487011462936774_9069935744373874587_n

„ჩვენ გვსურს, რომ ყველამ შეძლოს „ანდრეს“ ფრანგული დესერტებისა და ტკბილეულის დაგემოვნება“, – ამის შესახებ ანი თარგამაძე აცხადებს, ქართული ბაზარზე გამოჩენილი ახალი საკონდიტროს, André-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ André-მ ქართულ ბაზარზე საქმიანობა სულ რაღაც 1 თვეა დაიწყო, თუმცა მომხმარებლების კეთილგანწყობის მოპოვება უკვე შეძლო.

როგორც ანი თარგამაძე ამბობს, André-ს მენიუში, დაახლოებით, 30 განსხვავებული პროდუქციაა. „თუმცა, ყოველდღიურად ახალი გემრიელობები ემატება ჩვენს მენიუს და წლის ბოლომდე, აუცილებლად შევძლებთ ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი გვქონდეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში, საკონდიტრო სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ყველას სურს გამორჩეული იყოს ამ ბაზარზე. თუმცა, ამ სფეროში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსწონთ მუდამ მრავალფეროვნება და კარგი ხარისხის პროდუქციაში არც თანხის გადახდა ეზარებათ. ჩვენ გვსურს, რომ ყველამ შეძლოს „ანდრეს“ ფრანგული დესერტებისა და ტკბილეულის დაგემოვნება. ფასებიც შესაბამისია, ფრანგული დესერტები შედარებით უფრო ძვირია, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, არავის გაუჭირდება არჩევანის გაკეთება“, – ამბობს André-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი „ფორტუნასთან“ საუბარში.

მისივე თქმით, პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ნედლეულს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე უცხოეთში ყიდულობენ, კერძოდ – იმპორტს საფრანგეთიდან ახორციელებენ. მაგალითად, კრუასანები და ფრანგული ფუნთუშეული, ძირითადად, სრულად ფრანგულია.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ძალიან ბევრ სიახლეს გთავაზობთ, განსხვავებული გემოს დესერტებსა და კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს. გვსურს, ჯერჯერობით, დავფაროთ თბილისის ყველა უბანი და გავხსნათ ჩვენი ფილიალები. ეს ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი. შემდეგ, გვინდა, რომ დავფაროთ საქართველოს სხვა რეგიონებიც. ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ყოველთვის, ნებისმიერ საქმეში – არის სიკეთის კეთება. გვსურს, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, თუნდაც იშვიათად მაინც შეიძინონ ტკბილეული, მათაც შეძლონ „ანდრეს“ გემრიელობების დაგემოვნება“, – აღნიშნავს ანი თარგამაძე.

ცნობისთვის, André ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს. მომხმარებელს სასურველი პროდუქციის დაგემოვნება ადგილზეც შეუძლია, გარდა ამისა, აქტიურად მუშაობს მიტანის სერვისი, André გლოვოსთან და ვოლტთან თანამშრომლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g