LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე ახალი სამკურნალო წყალი გამოჩნდა

592

ქართულ ბაზარზე ახალი მინერალური წყალი “ძუღური” გამოჩნდა. მისი შეძენა ”ფარმადეპოს” აფთიაქებში  ერთ ლარადაა შესაძლებელი.

კვლევების საფუძველზე, საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ, მინერალურ წყალ „ძუღურს“ სამკურნალო წყლის კატეგორია მიენიჭა. ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ მინერალური წყალი „ძუღური“ ეფექტურია: დიაბეტის, ნევროზის, ჭარბი წონის, რკინა დეფიციტური ანემიის და პოდაგრის  დროს და ასევე, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს.

როგორც “ფორტუნას” მინერალური წყლის ჩამომსხმელ კომპანიაში განუცხადეს, დღეისათვის “ძუღური” საფუძვლიანად არის შესწავლილი. ცნობილია, რომ ის დაბალ მინერალიზებული წყალია,  ამიტომ მისი მიღება სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავებით, სასმელი წყლის მაგივრადაც შესაძლებელია.

„ძუღურის“  შემადგენლობა განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში ინსულინის სინთეზს და მისი ეფექტურობის გაუმჯობესებას,  არეგულირებს ცხიმოვან, ნახშირწყლოვან და მარილოვან ცვლას.

კითხვაზე თუ რატომ არ უკავია ”ძუღურს” სათანადო ადგილი სხვა ცნობილ მინერალური წყლების ბრენდებს შორის, კომპანიაში გვპასუხობენ, რომ ამის მიზეზი „ძუღურის“ მცირე დებეტია.

”წყალს იმდენად მცირე დებეტი აქვს, რომ ექსპორტზე მისი გატანა შეუძლებელია, უფრო მეტიც, შიდა ბაზრის სრულიად უზრუნველყოფისთვის არ არის საკმარისი. ამას ისიც ემატება რომ წყლის სათავე ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზეა და საკმაოდ მიუწვდომელ ადგილზეა განთავსებული. მიუხედავად ამისა, წყალი იმდენად ეფექტურია, რომ ადამიანები წყლის სათავემდე ცხენებით ან სპეციალური მანქანებით ადიან, კარვებს შლიან და კვირაობით რჩებიან რათა „ძუღური“  დალიონ და იმკურნალონ”, – განაცხადეს კომპანიაში.

სამკურნალო წყალი ცაგერში ძალიან მაღალზე, მიუდგომელ ადგილზე ამოდის.

„შ.პ.ს ძუღური 2015-მა”, სირთულეების მიუხედავად, წყალი 12-კილომეტრიანი მილით, ცაგერის მიმდებარე ტერიტორიამდე ჩაიყვანა და მისი ჩამოსხმა დაიწყო.

მინერალური წყალი ”ძუღური” მოსახლეობის ფართო მასებისათვის მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გახდა ცნობილი, თუმცა ადგილობრივები მის გასაოცარ სამკურნალო თვისებებზე გაცილებით ადრე იყვნენ ინფორმირებულნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g