LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე საცალო ვაჭრობის სკანდინავიური ბრენდი შემოვიდა

491

ქართულ ბაზარზე საცალო ვაჭრობის სკანდინავიური ბრენდი  – “იუსკ გრუფ”-ი შემოვიდა.  ბრენდი მთელს მსოფლიოში JYSK-ის სახელითაა ცნობილი, ხოლო გერმანიასა და ავსტრიაში ის  DänischesBettenlager-ის სახელით ფუნქციონირებს.

როგორც ”ფორტუნას” “იუსკ ფრანჩაიზ საქართველო”-დან აცნობეს, ”იუსკის” ახალი მაღაზია თბილისში 1300 კვ.მ-ზეა განთავსებული და მზადაა თავისი ქართველ მომხმარებელს 1 ოქტომბერს დღის 13:00 საათიდან უმასპინძლოს.

მათივე ცნობით, ”იუსკის” თბილისის მაღაზია არ იქნება მხოლოდ ერთადერთი საქართველოში. 2017-18 წლებში დაგეგმილია კიდევ 4 ახალი მაღაზიის გახსნა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

”ჩვენ ფიქრობთ რომ, ”იუსკის” ყველაზე ძლიერი მხარე მისი ფასისა და ხარისხის შეფარდებაა. მისი პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლობისთვის. ჩვენ მომხმარებლებს ვპირდებით, რომ მივაწვდით მუდმივად საინტერესო პროდუქციას და სისტემატიურად ჩავატარებთ მომხმარებლისთვის სხვა და სხვა აქტივობებს. პირველი აქტივობა, რომელსაც თბილისელ მომხმარებელს შევთავაზებთ გახლავთ შემდეგი: ყველა წყვილს, რომელიც იქორწინებს 2016 წლის ოქტომბერში, ”იუსკი” სთავაზობს 30%-იან ფასდაკლებას ყველა სახის საქონელზე, რომლითაც ისინი წლის ბოლომდე ისარგებლებენ”, – განაცხადეს ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობაში.

„მე მოხარული ვარ რომ, ასეთი წარმატებული ბრენდის რუკაზე საქართველოც გამოჩნდა“ – ამბობს დავით ოტიაშვილი, “იუსკ ფრანჩაიზ საქართველო”-ს დამფუძნებელი.

ცნობისთვის ”იუსკი” (JYSK) არის  გლობალური საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს “ყველაფერი სახლისთვის” პრინციპით. პირველი მაღაზია მისმა მფლობელმა ბნ. ლარსლარსენმა დანიაში, ქ. აარჰუსში 1979 წელს გახსნა. ამ ეტაპზე“იუსკ გრუფ”-ს 43 ქვეყანაში 2,300-ზე მეტი მაღაზია აქვს 20,000-ზე მეტი თანამშრომლით. ამ ჩამონათვალს 44-ე ქვეყნის სტატუსით საქართველოც შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები