საქართველოში, სააღდგომოდ, წითელი კვერცხების შოკოლადისგან წარმოება დაიწყეს. პროდუქციას ქართული ნატურალური ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ”ჩირიფრუტი” უშვებს.
როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფო ჯიქია აცხადებს, ეს არის სააღდგომოდ საუკეთესო საჩუქარი, ცხადია, პასკასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ „ჩირიფრუტი“ პასკებსაც ამზადებს. კომპანია საკუთარ, საფირმო პასკას თავისივე რეცეპტით აცხობს.
„გვაქვს 3 ზომის უგემრიელესი პასკა. ვიღებთ შეკვეთებს ჩვენი მომხმარებლისგან. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი, სასურველ პროდუქციას, იქნება ეს შოკოლადის კვერცხები, თუ პასკა, მომხმარებელს ადგილზე ვაწვდით. მიტანის სერვისი ხორციელდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით“, – ამბობს სოფო ჯიქია.
შეგახსენებთ, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს.