LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბიზნესსექტორში უფრო მეტი კაცია დასაქმებული, ვიდრე – ქალი

96
Illustration of group business people working in office. Men dressed in classic black suits and ties. Assistant work on laptop. Brainstorming or teamwork concept. Flat vector design isolated on white.

2019 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში საშუალო თვიური ხელფასი 86 ლარით გაიზარდა და 1 404.7 ლარს გაუტოლდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 048.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 71.1 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 365.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 603.3 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 325.7 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 713.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.7 პროცენტი ქალია, ხოლო 58.3 პროცენტი – კაცი.

ამასთან, 2019 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.4 პროცენტი, 12.6 პროცენტი და 10.2 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10.1 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.7 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g