LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ფაფახში შეფუთული საჩუქრები – ბაზარზე ვაჟა ფშაველას ლექსით გაფორმებული ჭურჭელი გამოჩნდა

271
ipiccy-image

ვაჟა ფშაველას დაბადების დღესათან დაკავშირებით გამოვიდა “თქმა-ლანკანის” ახალი N4 სერია “ვაჟა”. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბეჭდილია პოეტის ცნობილი ლექსი „ჩემი ვედრება”. სიახლეა ასევე შრიფტი – ტექსტები დატანილია DM Vazha შრიფტით (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვაჟა ფშაველას კალიგრაფია).

„შეფუთვა ორიგინალურია და ყველა კლიენტს ქართულ ფაფახში ჩალაგებული პროდუქციას მივართმევთ. გარდა ამისა, სიახლე  გვაქვს ისიც, რომ მზად ვართ ვიმუშაოთ მომხმარებლისთვის სასურველ ნებისმიერი ტექსტსა და რაოდენობაზე, ასევე მოვახდინოთ უმოკლეს ვადებში მიწოდება; კერამიკული ნაწარმი არის ხარისხით ცნობილი Wilmax“, – აცხადებენ თქმა-ლანკანში.

ცნობისთვის, „თქმა-ლანკანი“ კონკრეტული შინაარსის მატარებელი მაგიდის სერვირებით 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. სუფრაზე, რომელიც არის ადამიანთა თავისუფალი თვითორგანიზაციის ფორმა, „თქმა-ლანკანი“-ს თითოეული ობიექტი კონკრეტული შინაარსის მატარებელია, ხოლო ეს “შინაარსები“ დიამეტრალურად განსხვავებული და რაც მთავარია ნამდვილია.

„თქმა-ლანკანის“ კოლექცია N1  – „ვეფხისტყაოსანი“ მიეძღვნა შოთა რუსთაველს და კონცეპტები ვეფხისტყაოსნიდან დაიპრინტა სერვირების თითოეულ ელემენტზე.

კოლექცია N 2 – „ბალზაკი“ მიეძღვნა 2020 წლის ვალენტინობას და მასზე დაიპრინტა ბალზაკის სასიყვარულო შინაარსის წერილი (თითქმის მთლიანად) მისი ცხოვრების მთავარი ქალისადმი;

კოლექცია N3  – „ჰაიდეგერი და ჰანა“ მსოფლიო პანდემიისგან ინსპირირდა და საოცრად სიმბოლური ხასიათი შეიძინა კონტექსტიდან გამომდინარე.

კოლექცია N4   – „ვაჟა“ შეიქმნა ვაჟა ფშაველას დაბადების დღესთან დაკავშირებით და ეხმიანება დღევანდელობის კონტექსტს. პროდუქციაზე დაბეჭდილია პოეტის ცნობილი ლექსი “ჩემი ვედრება”.

კოლექცია N5  – „ნიკალა“ – შეიქმნა ტურიზმის სფეროში მოღვაწე აქტორების კონკრეტული და მზარდი მოთხოვნის გამო. ეს კოლექცია იქნება პერმანენტულად წარმოებული „თქმა-ლანკანის“ მიერ და მოცული ექნება, როგორც ფიროსმანის ყველასათვის ცნობილ ნამუშევრები, ასევე ნაკლებად ცნობილების პოპულარიზაციაშიც გააკეთებს მნიშვნელოვან განაცხადს. კოლექცია, ამ ეტაპზე, დაიპრინტება MUG-ის ტიპის უნივრსალური დანიშნულების ჭიქებზე. ამ კოლექციაში სიახლე არის ისიც, რომ ის არის პირველი ინგლისურენოვანი კოლეცია.

„ზოგადად, კომპანიის მთავარი სიახლე არის ის, რომ მიუხედავად ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა, მზად ვართ, არამარტო ვიმუშაოთ მომხმარებლისთვის სასურველ ნებისმიერ  რაოდენობაზე და ნებისმიერი მოცულობის ტექსტზე, ვუზრუნველყოთ უმოკლეს ვადებში მიწოდება, არამედ შევინარჩუნოთ და უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი – ხარისხი, მოქნილ ფასად.

გარდა ამისა, ჩვენს ყველა მომხმარებელს აქვს -20% ე.წ. LIFETIME დისქაუნთის ლოალობის პროგრამა, რომელიც ეხება ნებისმიერ კოლექციას, ძველსაც და ახალსაც ნებისმიერ დროს; აღნიშნული ლოიალობის პროგრამა წარმოადგენს ქართულ ბაზარზე სიახლეს, ის არამარტო ფართოდ არ არის დანერგილი, არამედ თითქმის არ გვხვდება და მომსახურების აბსოლუტურად სხვა სტანდარტის დამკვდრებას უწყობს ხელს, რითაც ძალიან ვამაყობთ;

მინიმალისტური თეთრი ჭურჭელი, რომელზეც ეფექტურად ხდება კერძის პრეზენტირება და ასევე მკაფიოდ იკითხება წარწერები, კვლავ საუკეთესო გადაწყვეტილებად რჩება „თქმა-ლანკანი“-სათვის, რადგან შენარჩუნებლია მინიმალიზმი, რაც ფუნქციას, ფორმას და შინაარსს  ერთობლიობაში ისე წარმოადგენს, რომ აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი. მიუხედავად უმძიმესი მეორე წლისა ქართული ბიზნესისთვის, შეგვიძლია თამამდ ვთქვათ, რომ ქართულმა ბაზარმა მიიღო „თქმა-ლანკანი“ თავსი ფორმით და შინაარსით“, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g