LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ კომპანიებს დიდი პროექტების განხორციელების გამოცდილება ჯერ არ აქვთ – ცქიტიშვილი

91
131891763-3953773987989027-5510724992551444161-o

ართულ კომპანიებს, სამწუხაროდ, დიდი პროექტების განხორციელების გამოცდილება ჯერ არ აქვთ, როცა საუბარი ეხება რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოს, ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ პროექტი შესრულდება დადგენილ ვადაში და კარგი ხარისხით, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უსაფუძვლოა პრეტენზიები იმის შესახებ თუ რატომ ვერ მონაწილეობენ ქართული კომპანიები მასშტაბურ პროექტებში.

„ბევრ და მათ შორის მასშტაბურ პროექტში სწორედ ქართული კომპანიები მონაწილეობენ, მაგალითად – ქუთაისის შემოვლითი გზის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, ამ პროექტებში ინვესტიციას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დებენ და ტენდერებიც მათ მიერ დადგენილი წესების შესაბამისად ტარდება“ , – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის განცხადებითვე, ტენდერების კონკრეტულ კომპანიებზე მორგების შესახებ სპეკულაციები ხშირად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებია, ხოლო თუკი ასეთი კონკრეტული მაგალითი არსებობს, ყველა ვალდებულია რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g