ამერიკული გამოცემა New York Times-ის ჟუნალისტმა, მელისა კლარკმა, ქართულ წითელ ლობიოს სტატია მიუძღვნა.
ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოში ჩასულ ამერიკელებს ძირითადად ხაჭაპური და ხინკალი უყვარდებათ, თუმცა მისთვის ქართული კერძები მოხარშული ლობიოთი იწყება.
“ბევრ ამერიკელს უყვარდება ქართული კერძები. ძირითადად, ხაჭაპური და ხინკალი, მაგრამ ჩემთვის საყვარელი საჭმელი ლობიო აღმოჩნდა.
პირველად ლობიოს სახელი ჩემი მეგობრისაგან ალისა ფეირინგისგან გავიგე, რომელიც საქართველოდან ჩამოვიდა.
ის ღვინის დამზადების უძველეს ქართულ ტრადიციებს იკვლევდა და ამის შესახებ წიგნიც დაწერა.
ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ ალისა დიდხანს მიყვებოდა ქართული ბოსტნეულისაგან მომზადებული კერძების შესახებ”- წერს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ მეგობრის რეცეპტით ლობიო თავადაც მოამზადა.
ჟურნალისტი სტატიაში წერს, რომ საქართველო განთქმულია ხილითა და ბოსტნეულით. ის ასევე წერს, ჭადისა და ტყემლის შესახებაც და ამბობს, რომ ამ გარირებთან ერთად ლობიოს მირთმევა თევზთანაც შეიძლება, როგორც სადილზე ასევე, სამხარზე.