LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ შემიძლია დამოუკიდებელი ვიყო – სალომე ზურაბიშვილი

salo

გამოცემა The Daily Beast სალომე ზურაბიშვილზე ვრცელ, ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელიც უამრავ ინტერვიუს მოიცავს, მათ შორის თავად საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულთან.

სტატიაში საუბარია, როგრც ზურაბიშვილის გამარჯვების მიზეზებზე, ასევე საარჩევნო კამპანიაზე და მის მომავალ დამოუკიდებლობაზე.

გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: ეჭქვეშ არ არის ის საკითხი და ზურაბიშვილიც აღიარებს, რომ მისი არჩევნებში მოგება, ბიძინა ივანიშვილის და მმართველი პარტიის მხარდაჭერამ განაპირობა. ამის მიუხედავად, ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ არსებობს იმის წინაპირობა, რომელიც მისგან მოითხოვს მომავალში ივანიშვილის ან მისი პარტიისადმი ლოიალური დარჩეს.

“მე ვნახე ბატონი ივანიშვილი არჩევნების შემდეგ. მან მითხრა: შენ მმართველ პარტიასთან დავალებული არ ხარ, შენ შეგიძლია იყო დამოუკიდებელი,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები