LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ ოცნებას“ ერთგული ამომრჩეველი ჰყავს“ – რას ამბობს კალაძე უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ პარტიის შესაძლო შექმნაზე

69
Untitled design (2)

“ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით “ქართულ ოცნებას” პრობლემა არ ექნება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ – შესაძლოა თუ არა, მმართველ გუნდს ამომრჩევლის ხმები წაართვან პარტიიდან ახლახან წასულმა დეპუტატებმა, თუ ისინი პოლიტიკურ პარტიას შექმნიან.

ყაველაშვილი: თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიად გარდავიქმნათ

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, “ქართულ ოცნებას” ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც იზიარებენ იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს:

“ყველა პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებას იღებს, რა უნდა გააკეთოს ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. შესაბამისად, მე გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი და ჰყავს მხარდამჭერები, ადამიანები, ვინც იზიარებს იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით “ქართულ ოცნებას” პრობლემა არ ექნება.

იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ დეპუტატების მხრიდან იყო გაკეთებული, მოჰყვა ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი და მოჰყვა ასევე განმარტება, თუ გარკვეულ საკითხებში რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია”, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი,დიმიტრი ხუნდაძე და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას – “ხალხის ძალას” აფუძნებენ. მათივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამორიცხავენ, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნან.

სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი და მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას “ხალხის ძალას” აფუძნებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები