LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულ სივრცეში რომ პანიკაა, ეგეთი ჩინეთის მეზობელ ქვეყნებშიც არ ხდება”

1281
koronavirusi-tbilisi-aeroporti

ბოლო პერიოდში, კორონავირუსთან დაკავშირებით ქართველი საზოგადოება შეშფოთებას უფრო მეტად გამოხატავს, ვიდრე მანამდე. ე.წ ჩინური ვირუსი ევროპაში, მეზობელ ქვეყანაშიც დაფიქსირდა, შესაბამისად მოსახლეობას ეშინია საფრთხის, რომ ვირუსი ჩვენს ქვეყანაშიც შემოვა.

სოციალურ ქსელში, საინტერესო პოსტს უძღვნის აღნიშნულ თემას “ფეისბუქის” მომხმარებელი ლიკა ჩაჩხიანი, რომელიც თვლის, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ეს ბოლო დღეებია ფეისბუქზე შემოსვლა შეუძლებელი გახდა ამ “ჩინური” ვირუსის გარშემო ატეხილი პანიკის გამო. ოღონდ ქართულ სივრცეში რომ პანიკაა, ეგეთი ჩინეთის მეზობელ ქვეყნებშიც არ ხდება.

ბევრი მცდარი და სტერეოტიპული ინფორმაციაც ვრცელდება ტროლების ან უგუნურობის წყალობით. ამიტომ, ინფორმაციის მომწოდებელს -წყაროს- სანამ არ გადაამოწმებთ, არ ენდოთ და მითუმეტეს არ გააზიაროთ.

ხოდა, სანამ ერთ დიდ ფსიქიატრიულ სივრცედ გადაქცეულა მთელი ქვეყანა, მინდა ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია გაგიზიაროთ. ვიცი მთელი ერის დამშვიდებას მე კი არა მამაზეციერიც ვერ შეძლებს, მაგრამ იქნებ “გადარჩენის” მცირედი იმედი მაინც გაგიღვივოთ ?

მაშ ასე… კორონავირუსი

შტამი: 2019-nCoV

სიმპტომები: მაღალი სიცხე, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ხველა.

ინკუბაციის პერიოდი: 2 – 14 დღე.

დიაგნოსტიკა: ლაბორატორიული კვლევები გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ დავსვათ გრიპის ვირუსის კონკრეტული შტამის დიაგნოზი 100%-იანი სიზუსტით. მხოლოდ სიმპტომების მიხედვით დასმული დიაგნოზი მკითხაობაა და მეტი არაფერი. ასე რომ თუ რამეში ეჭვი შეგეპარათ მიაკითხეთ უახლოეს ლაბორატორიას.

ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა ჰაერში და საგნებზე: 4 – 8 საათი.

გრიპის ვირუსი ცოცხალი ორგანიზმის გარეთ მაქსიმუმ 8 საათს ძლებს. რის შემდეგაც გარემოში არსებული მისთვის არახელსაყრელი პირობების გამო იღუპება. ასე რომ, ჩინეთიდან გამოწერილი ნივთებიდან ვირუსის გადადების შანსი ნულია.

იმ დღეს ვრცელდბოდა ინფორმაცია რომ ბანანებში სპეციალურად შეყავთ ვირუსი და საქართველოში ყიდიან. მინდა გითხრათ, რომ გრიპის ვირუსი ბანანში და ხილ-ბოსტნეულში ვერ ცოცხლობს. ასე რომ მიირთვით ბანანი იმდენი, რამდენიც გნებავთ ?

სტატისტიკა:
ამ წუთისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით: (31 იანვარი 2020წ. 10:00 GMT):

1. ვირუსით დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი: 9,923. აქედან 9,782 შემთხვევა ფიქსირდება ჩინეთში. 9,782 და არა მილიონი, როგორც ამას ზოგიერთი წყაროები ავრცელებენ. და ნუ შეგაშინებთ პირბადიანი ჩინელების დანახვა ტელევიზორსა თუ ქუჩაში. მათ ეს პირბადეები თავდაცვის გამო უკეთიათ და არა იმიტომ რომ ვირუსი აქვთ.

ევროპაში ფიქსირდება მხოლოდ 16 შემთხვევა: 6 საფრანგეთში, 5 გერმანიაში, 2 იტალიაში, დიდ ბრიტანეთში 2 და 1 ფინეთში. პაციენტები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები გმოთავსებულები არიან კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

2. გარდაცვლილთა საერთო რაოდებობა – 213 ადამიანი. გარდაცვალების ყველა შემთხვევა დაფიქსირებულია ჩინეთში და არცერთი მის საზღვრებს გარეთ.

გარდაცვლილთა უმეტესი წილი მოდის ხანდაზმულ (70 წელს გადაცილებულ) და სუსტი / არაჯანმრთელი იმუნიტეტის მქონე ადამიანებზე.

3. ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი: 2.0 -3.1 ( რაც ნიშნავს რომ 1 დაავადებული ადამიანიდან ინფიცირდება მაქსიმუმ 3 ადამიანი და არა ნახევარი პლანეტა.

ჩვეულებრივი სეზონური გრიპის გავრცელების კოეფიციენტი 1.3-ია. ანუ არც ისე ცუდად ყოფილა საქმე.

4. გარდაცვალების კოეფიციენტი 2% (ანუ 2 ადამიანი ყოველ 100 ვირუსით დაინფიცირებულზე). რამოდენიმე დღის წინ ეს მაჩვენებელი 4% იყო. თუ სტატისტიკიდან კარანტინში ჩასმულ ჰუბეის პროვინციას ამოვიღებთ (სადაც ქალაქი ვუჰანი მდებარეობს) გარდაცვალების კოეფიციენტი 0.3-მდე ეცემა.

2012 წელს გავრცელებული ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის გარდაცვალევის კოეფიციენტი 34.4% იყო და გადავრჩით. ანუ აქაც არც თუ ისე ცუდადაა საქმე როგორც გვგონია.

ჩვეულევრივი გრიპის ვირუსის გართულებების შედეგად მსოფლიო მაშტაბით ყოველ წელს დაახლოებით 290,000 – 650,000 ადამიანი იხოცება, ანუ დღეში 795 – 1,781 ადამიანი. როგორც ხედავთ მაჩვენებელი ბევრად აღემატება უჰანის ვირუსის თვეში 170 კაციან მაჩვენებელს.

5. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეპიდემია პიკს დაახლოებოთ ერთ კვირაში მიაღწევს, რის შემდეგაც ვურუსის ახლაბდელი ტემპით გავრცელება შეჩერდება და გავრცელების კოეფიციენტი კლებას დაიწყებს.

ვაქცინა – ჯერჯერობით არ არსებობს. თორემ რისთვისაც არსებობს იმაზე ხომ ვიცრებით და ვცრით ბავშვებს. მაგალითად MMR ვაქცინა. წითელა.. საქართველოში ყველაზე ვრცლად გავრცელებული ვირუსი, რომლის გავრცელების კოეფიციებტიც 20-ს აღწევს. მაგრამ რატომღაც ბევრი ამ აცრის საწინააღმდეგოდ ღაღადებს.

ვაქცინის შემუშავებისთვის როგორც წესი ვირუსის პირველად გამოჩენიდან საშუალოდ 8 კვირაა საჭირო. ვაქცინის შექმნაზე მუშაობა ერთდროულად რამოდენიმე ქვეყნის ჯგუფებმა დაიწყეს 10 იანვრიდან. სავარაუდოდ თებერვლის ბოლომდე ვაქცინა მზად უნდა იყოს.

მკურნალობა – ზოგადად გრიპის ვირუსის კონკრეტული სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს და როგორც წესი სიმპტომური მკურნალობით შემოიფარგლება.

პროფილაქტიკა – ნებისმიერი გრიპის ვირუსი იოლი გადასატანია მათთვის, ვისაც ძლიერი იმუნური სისტემა აქვს. ასე რომ მიიღეთ ცე ვიტამინით მდიდარი საკვები. მოეშვით ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებას. მიიღეთ იმუნური სისტემის გასაძლიერებელი მულტივიტამინები.

ხშირად იბანეთ ხელები და გამოიყენეთ ხელების ალკოჰოლური საწმენდი საშუალებები. ხშირად ანიავეთ ბინები თუ ოფისები.

მოკლედ მეგობრებო, საპანიკოდ ნამდვილად არ არის საქმე. დაწყნარდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, იკვებეთ და იცხოვრეთ ჯანსაღად, აიცერით და აცერით შვილები თუკი რამე აცრა გაქვთ გამოტოვებული და განაგრძეთ ყოველდღიური მშვიდი (ან ბობოქარი) ცხოვრება. ”

ჯანმრთელობას გისურვებთ.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g