ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში წარდგენილი ნამუშევრების სია გაავრცელა. საქართველომ წელს დავით ფირცხალავას „დიდი შესვენება“ გააგზავნა, თუმცა სამწუხაროდ დრამა სიაში ვერ მოხვდა.
„ოსკარზე” წარსადგენად საქართველოს კანდიდატ ფილმად დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“ შეარჩიეს
თავდაპირველ კონკურსში სულ 6 ქართული ფილმი მონაწილეობდა:
1. “ატონალური გაბრწყინება” – რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე;
2. “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” – რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი;
3. “დიდი შესვენება” – რეჟისორი დათა ფირცხალავა;
4. „მოთვინიერება“ – რეჟისორი სალომე ჯაში;
5. „ოთარის სიკვდილი“ – რეჟისორი იოსებ ბლიაძე;
6. “ტყვია“ – რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.
შეგახსენებთ, „ოსკარის“ ისტორიაში ერთადერთ ქართულ ფილმი, რომელმაც ნომინაციის მიღება მოახერხა, ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინებია“. ამერიკის კინოაკადემია საბოლოო 5 ნომინანტს 2023 წლის 24 იანვარს გამოაცხადებს.
საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში „ოსკარისთვის“ ბრძოლას 15 ფილმი აგრძელებს.