LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე უხუცესი ოსკაროსანი – 83 წლის ენტონი ჰოპკინსმა მორიგი ,,ოსკარი” მიიღო

480
page

სულ ცოტა ხნის წინ, „ოსკარების“ 2021 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რიგით 93-ე ცერემონიაზე ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები 23 ნომინაციაში გამოავლინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფილმმა „მომთაბარეთა მიწა“  39 წლის ქლოი ჟაოს წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზი მოუტანა. „მომთაბარეთა მიწა“ „ოსკარის“ ტრიუმფატორია.

„მომთაბარეთა მიწა“ „ოსკარის“ ტრიუმფატორია – „ოსკარი“ 2021-ის გამარჯვებულები ცნობილია

„ოსკარის“ 2021 წლის გამარჯვებული ქლოა ჟაო​ს „მომთაბარეთა მიწა“ გახდა

83 წლის ენტონი ჰოპკინსი ისტორიაში შევიდა, როგორც უხუცესი ადამიანი, რომელმაც „ოსკარზე“ „საუკეთესო მამაკაცის როლის“  კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. ლეგენდარულმა მსახიობმა ფილმში „მამა“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ჯილდო დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ეს ჰოპკინსის მეორე ოსკარია, კინოაკადემიის პირველი ჯილდო მან ფილმში „კრავთა დუმილი“ შესრულებული როლისთვის მოიპოვა.

ფილმის სიუჟეტი მოხუცი მამისა და შვილის ურთიერთობაზე გვიამბობს. მას ნელ-ნელა ოჯახის წევრების მიმართ ნდობა უქრება და რეალობისა და ირეალურის ზღვარზე იმყოფება. ფილმში ჰოპკინსს პარტნიორობას ოლივია კოლმანი უწევს.

ოსკარი 2021

ცნობისთვის, რამდენიმე კვრის წინ ბრიტანეთის „კინოსა და ტელეხელოვნების აკადემიის“, BAFTA-ს დაჯილდოების 74-ე ცერემონია გაიმართა. იქაც „საუკეთესო მსახიობი კაცის“ კატეგორიაში ენტონი ჰოპკინსმა გაიმარჯვა, ფილმით „მამა“. ფილმმა ასევე  „საუკეთესო ადაპტირებული სცენარის“  სტატუსიც მოიპოვა.  ლეგენდარული მსახიობი აღნიშნული მიღწევით ისტორიაში შევიდა,  როგორც BAFTA-ს ყველაზე უხუცესი ნომინანტი.

ენტონი ჰოპკინსი ისტორიაში შევიდა, როგორც BAFTA-ს ყველაზე უხუცესი ნომინანტი – BAFTA 2021-ის გამარჯვებულები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები