ღვინის ეროვნული სააგენტოს და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი რვა ქართული კომპანია ქალაქ ნიუ-იორკში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა.
გამოფენა „RAW Wine”, რომლის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია, თავს უყრის მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინოებს, წარმოების უძველეს ტრადიციებს, ღვინის კულტურასა და ისტორიას.
ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ დიდი იყო ინტერესი როგორც ღვინის პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან.
