ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს ქალაქ ლუზ-ან-ენოში (Leuze-en-Hainaut), ორდღიან გამოფენაზე „FOIRE AUX VINS“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
„FOIRE AUX VINS“ ყოველწლიური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ფრანგული, იტალიური და სხვა ევროპული ქვეყნების ღვინოები.
გამოფენის სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებსა და იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანიის როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური მეთოდით დამზადებულ 10-მდე ღვინოს.