LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული გოლები ევროპაში: კარგი შაბათ-კვირა, ოღონდ ჯანო ისევ დაიმტვრა

34

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-6 ტურში გურამ კაშიამ თავი გოლით გამოიჩინა.
ქართველმა მცველმა ამსტერდამის “აიაქსთან” შეხვედრის 21-ე წუთზე “ვიტესი” თავური დარტყმით დააწინაურა.
საბოლოოდ, მატჩი არნემელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, კაშიამ კი 90 წუთი ითამაშა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში თავი უკვე მეორედ გამოიჩინა.

 

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში გიორგი ბერიძის „ტრენჩინი“ „ტატრან პრეშოვს“ ესტუმრა და მეტოქეს დიდი ანგარიშით, 7:0 სძლია.
ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და დუბლი გაიფორმა. ბერიძემ გოლები 33-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა, მოედანზე კი 90 წუთი დაჰყო.

 

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში “როსტოვი” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ლოკომოტივს” დაუხვდა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგო.
ჩვეულებისამებრ, შეუცვლელად ითამაშა დედაქალაქური გუნდის რიგებში ქართველმა მცველმა, სოლომონ კვერკველიამ.


ამავე ტურში “უფამ” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ტულას “არსენალი”. მასპინძლებში 86-ე წუთამდე ითამაშა ჯემალ ტაბიძემ, ხოლო სტუმართაგან ტრავმის გამო გია გრიგალავა განაცხადშიც არ იყო.

ცენტრალური მატჩი “კრასნოდარისა” და “ზენიტის” დაპირისპირებით შედგა, სადაც სანკტ-პეტერბურგელებმა ორბურთიანი სხვაობით, 2:0 მოიგეს.
მასპინძელთა ქართველი შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა 75-ე წუთზე საქმეში ჩარლზ კაბორეს ნაცვლად ჩაერთო.

 

გიორგი ჭანტურიამ თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, მისმა გუნმდა კი 3:1 მოიგო. “ტოსნოსთან” შეხვედრის მე-5 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა “ურალი” ზუსტად შესრულებული პენალტით დააწინაურა.
ჭანტურიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 67 წუთი ითამაშა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კი ისევ ტრავმირებულია. ქართველმა ფეხბურთელმა “ანჟისთან” მატჩში მიიღო ტრავმა. რუსული გამოცემების ინფორმაციით, ჯანომ კუნთი დაიზინა და ამის გამო 36-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი კი 2:2 დასრულდა.

ესპანეთის ლალიგა 2-ის კვირა დღის ბოლო მატჩი “ლა რომალედაზე” გაიმართა, სადაც “სარაგოსა” საკუთარ კედლებში “ჟიმნასტიკს” მასპინძლობდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მასპინძელთა განაცხადში მყოფმა გიორგი პაპუნაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა ცვლილებაზე 65-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ აქტიურადაც. რაც შეეხება ტარაგონელთა შემადგენლობაში უცვლელად ითამაშა მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც 71-ე წუთზე ყვითელი მიიღო.

 

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის, რანგით მესამე ლიგის, სერია C-ს ა ჯგუფის მეხუთე ტურში ”პრატომ” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ”გავორანო.” გამარჯვების გოლი 23-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა რომან ჭანტურიამ გაიტანა. რომანმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 85-ე წუთზე კი შეცვალეს. მისთვის დღევანდელი გოლი ”პრატოს” მაისურში სადებიუტო იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g