Georgian Bus-ი საქართველოში ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. როგორც Georgian Bus-ში აცხადებენ, ეს პარტნიორობა მგზავრებისთვის უფრო მეტი კომფორტის გარანტია იქნება.
Ryanair-ისა და Georgian Bus-ის პარტნიორობის საფუძველზე, მგზავრს Georgian Bus-ის ტრანსფერის დაჯავშნა/ყიდვა Ryanair-ის ვებგვერდიდან შეეძლება.
„შეიძინეთ ბილეთები ევროპის სასურველი მიმართულებით და დაჯავშნეთ შესაბამისი ტრანსფერი ავიაკომპანიის ვებგვერდის თქვენი ანგარიშიდან!
შეარჩიეთ ტრანსფერის თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა:
? ავტობუსის სერვისი;
? ინდივიდუალური ტრანსფერი;
? ტაქსის სერვისი;
ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს უსაფრთხო, დროულ და კომფორტულ გადაადგილებაზე”, – ნათქვამია Georgian Bus-ის განცხადებაში.
1 იანვრიდან საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს
„ინდიგო“ იწყებს ყოველდღიურ ფრენებს დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით
შეგახსენებთ, Ryanair ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებას 6 ნოემბრიდან იწყებს. უფრო კონკრეტულად, ზუსტად ამ თარიღიდან Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს. ხოლო თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით იფრენს მილანში (2019 წლის 6 ნოემბრიდან), ხოლო 3 სიხშირით – კიოლნში (2020 წლის აპრილიდან).