საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით, საქართველოდან 27.5 ათასი ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან მხოლოდ 932 ტონა კარტოფილი იყო ექსპორტირებული.
ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ბაზრები რუსეთი (14 049 ტონა), აზერბაიჯანი (10 534 ტონა) და სომხეთი (2 183 ტონა).