LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი” 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს

118
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ანსამბლი ბასიანი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იტალიაში საკონცერტო ტურნეს გ

ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება.

13 ივნისს ბასიანი საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალს DISCANTO-ს გახსნის, კონცერტი ქალაქ ტრენტოში, მე-12 საუკუნის მონასტრის ულამაზეს გარემოში Badia di San Lorenzo-ში გაიმართება.

ბასიანი 14 ივნისს, ქალაქ პრატოში, Duomo Di prato, di Santo Stefano-ს ტაძარში, ქართული სიმღერისა და გალობის ანსამბლ „ივერიონთან“ ერთად გამართავს კონცერტს.

ტურნე იტალიის რეგიონის უმბრიას ისტორიულ დედაქალაქში, პერუჯაში 18 ივნისის კონცერტით გაგრძელდება. კონცერტი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში – ,,out-of-season’’ Amici della Musica di Peruga, basilica di S. Pietro-ს ტაძარში გაიმართება.

ბასიანი 20 ივნისს, ვენეტოს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალზე – Internationale di Musica Portogruaro-ს წარდგება, კონცერტს ზღვისპირა ქალაქ კაორლეს, ისტორიული მე-11 საუკუნის duomo di santo Stefano-ს ტაძარი უმასპინძლებს.

ტურნე 21 ივნისს, გორიცას პროვინციაში დასრულდება, ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს Piccolo Opera festival-ში, რომელიც წელს მეცხრამეტედ ჩატარდება. კონცერტი presso il Duomo di Cormons-ს საკათედრო ტაძარში გაიმართება. ტურნეს მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g