LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა – თანამშრომელთა ანაზღაურება უცვლელი დარჩა

1582
Untitled

„ტენეს“ ქარხანა 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. „გვჯერა, რომ თუ ადამიანს მეტი დრო ექნება პირადი ცხოვრებისთვის, ის უფრო პროდუქტიული იქნება სამსახურში!“, – აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, თანამშრომელთა ანაზღაურება უცვლელი დარჩება.

ცნობისთვის, „ტენე“ მსოფლიოში პირველი მწვანე, ეკომეგობრული USB კაბელია. პროექტი კომპანია „ჯინვენტორმა“ განახორციელა, რომლის დამფუძნებელიც სანდრო ლილუაშვილია. „მწვანე” USB კაბელი მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს.

რაც შეეხება 4 დღიან სამუშაო კვირას, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი გრაფიკით მუშაობისას, თანამშრომელთა მოტივაცია და პროდუქტიულობა 40%-ით გაზრდილია.

ტენე ქართულად – მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული, მწვანე USB კაბელი საქართველოში შეიქმნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g