LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია ერთდღიან სამუშაოებს სთავაზობს მათ, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა

6892
cover

კომპანია “არსი” მოქალაქეებს ერთდღიან სამუშაოებზე დასაქმებას სთავაზობს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და იქვე სხვა დეველოპერებსაც მოუწოდა, რომ ჩაერთონ ამ კამპანიაში და დაასაქმონ ადამიანები.

„პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაკარგა სამსახური, შემოსავლის წყარო და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. შპს „არსი“ გამოდის ინიციატივით და მიმართავს ყველას, ვისაც ამის საშუალება აქვს, შევთავაზოთ მსურველებს „ერთდღიანი სამუშაოები“ (ამ ეტაპზე, შეუძლებელა მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა). მსურველებს საშუალება ექნებათ, მივიდნენ, ერთი „შრომადღე“ იმუშავონ და ხელზე მიიღონ საკუთარი შრომის საფასური.

„არსი“ მზად არის 10 მოქალაქე დაასაქმოს 10 დღით, კუს ტბის ფერდობის ტყეპარკის დასუფთავებაზე. გამოსატანია უამრავი ფიჩხი (ფიჩხს მივუტანთ მრავალშვილიან ოჯახებს.) ნარჩენებს შევაგროვებთ ტომრებში.

  • სამუშაოს დასაწყისი 09:00
  • დასასრული 18:00
  • შესვენება 13:00-14:00 ( გავუმასპინძლდებით ცხელი ყავით და ხაჭაპურით)
  • ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ხელზე გადავუხდით 25 ლარს

სამუშაო არის ღია ტერიტორიაზე, ასე რომ დაცული იქნება ყველა დაწესებული ნორმები. მსგავს სამუშაოებს რა გამოლევს თბილისში და ჩვენს ქვეყანაში. მთავარია სხვა კომპანიებმაც აგვიბან მხარი. ვისაც რამდენი მოქალაქის დასაქმება შეეძლება იმდენი დაასაქმოს… 1 იქნება თუ 50. გაზაფხულიდან ვგეგმავთ გამწვანების აქციის დაწყებას. (წინასწარ მერიას შევუთანხმებთ ლოკაციებს)”, – წერს ირაკლი როსტომაშვილი.

ის აქვე აანონსებს, რომ დაინტერესებულ პირებს დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწვდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები