LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანიები ჩინეთში გამართულ ტყავის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგებიან

201

14-დან 16 მარტის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით,  ქართული ტყავის მწარმოებელი კომპანიები  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ტყავის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე- APLF წარდგებიან.  

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 4 ქართული კომპანია, კერძოდ: შპს გეფერინი, შპს ფილიმასკა, შპს დერი სტანდარტ და შპს ჯეოპელი წარადგენს. ყოველწლიური გამოფენა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა ტყავის ინდუსტრიაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 22 000 ვიზიტორს და 1200 მონაწილე კომპანიას უყრის თავს.

გამოფენაში მონაწილეობის მიზანია, ქართული კომპანიებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენა, საქმიანი ურთიერთობების დამყარება და ექსპორტის ზრდა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით. ზემოთხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდასა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g