LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანიები ევროკავშირის საჯარო ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ

62
Untitled design (10)

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი გაიხსნა.

ლევან დავითაშვილმა ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

“22 ივლისს გამოქვეყნდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს ანგარიშის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა.

ევროკავშირში დაახლოებით 250 000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორ ტრილიონზე მეტი ღირებულების პროდუქციას იძენს და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ წლის განმავლობაში ქართული კომპანიებისთვის ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაჩნდა.

შედეგად, ქართველ შემსყიდველებს, კომპანიებს შესაძლებლობას ვუჩენთ”, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ეს იქნება ახალი სტიმული ქართული ბიზნესისთვის და წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები