LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანიის შენობა მსოფლიოში საუკეთესო ოფისად დასახელდა

517
5f2c08df816f1

ქართული ყავის კომპანია „მეამას“ შენობა მსოფლიოში საუკეთესო ოფისად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ „მეამამ“ Architizer A+Awards-ის სამივე წარდგენილ ნომინაციაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

„მეამას“ შენობა წარდგენილი იყო შემდეგ 3 კატეგორიაში: ინტერიერის დიზაინი; დაბალსართულიანი საოფისე სივრცეები და არქიტექტურა+ბეტონი.

ცნობისთვის, Architizer A+Awards მსოფლიო არქიტექტურის კუთხით, ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში წლის საუკეთესო, მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული პროექტების პოპულარიზაციას.

https://www.facebook.com/MeamaCoffee/videos/572619880074844/

 

შეგახსენებთ, „მეამა“ მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, ვინც ერთდროულად აწარმოებს, როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ასევე მზადდება წმინდად დაფქული ყავა, რომელიც გემოს სრულად  შენარჩუნების მიზნით, ინდივიდუალურ შეფუთვაშია მოთავსებული.

„მეამას“ ყავის ქარხანა 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და წარმოადგენს ბრენდის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას. შენობა ყურადღებას იქცევს თავისი განსხვავებული არქიტექტურით და ის 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში „ArchDaily&Strelka Award“-ის გამარჯვებული გახდა.

„მეამა“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ და განსხვავებულ გამოცდილებას. ამჟამად შექმნილია 15-ზე მეტი განსხვავებული ნაზავი (მათ შორის უკოფეინო), რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს მარტივად აღმოაჩინოს საკუთარი გემო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g