ევროპის სპა ცენტრების ასოციაციის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურში „საირმის სპა ცენტრის“ კოვიდის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ გაიმარჯვა.
კონკურსში 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპა-ცენტრი მონაწილეობდა. ოფიციალური დაჯილდოება ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე ასზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა.
აღსანიშნავია, რომ ESPA Innovation Awards-ის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.