LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში შესვლა აეკრძალება“ – სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

319
მამუკა მამულაშვილი, „ქართული ლეგიონი“

„ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაციის გამო ქვეყანაში შესვლა აეკრძალება“, – РИА Новости -ის ცნობით, ამის შესხებ სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატუს სუტაი-ესტოკმა განაცხადა.

მანამდე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ „უკრაინასთან დაკავშირებული „ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს“.

რადიო „თავისუფლების“ ცნობით, „ქართულმა ლეგიონმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც „უარყო სლოვაკეთის ხელისუფლების უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებები“ „პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ, სავარაუდო, სახელმწიფო გადატრიალებაში“ მონაწილეობის შესახებ.

„ეს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დანაყოფის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის გვერდით იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამულაშვილმა.

❗️Офіційна заява Грузинського національного легіону, на звинувачення збоку представників влади Словаччини. "Грузинський…

Posted by Georgian Legion – Грузинський Легіон ქართული ლეგიონი on ხუთშაბათი, 30 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g