LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მეღვინეობა სამოგზაურო პორტალ Great Big Story -ის ობიექტივში მოხვდა (იხილეთ ვიდეო)

95
maxresdefault

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN -ის ერთ-ერთ ონლაინ-პლატფორმაზე Great Big Story ქართული მეღვინეობის, ღვინის წარმოების უნიკალური მეთოდის, ახალგაზრდა ქართველი მეღვინის, კახეთის რეგიონისა და კულტურის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა. უახლოეს მომავალში CNN საქართველოს შესახებ ონლაინ-პლატფორმაზე Great Big Story კიდევ ერთი ვიდეორგოლს განათავსებს, რომელიც მარტვილის კანიონს და სამეგრელოს უნიკალურ ბუნებას ეხება.

Great Big Story პოპულარული სამოგზაურო ონლაინ-პლატფორმაა, რომელსაც მხოლოდ Youtube-ზე 4,7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, Facebook-ზე კი გვერდს 5,6 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

ვიდეორგოლში მეღვინე ბაია აბულაძე უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოში ღვინის წარმოების 8 ათას წლოვანი ისტორიის, ქართული უძველესი ვაზის ჯიშების, ქვევრის და ღვინის მომზადების ტრადიციული წესების შესახებ უყვება. ბაია აბულაძის თქმით, ის ღვინის დასამზადებლად თანამედროვე ტექნოლოგიებს არ იყენებს და ქვევრში ღვინის დაყენების უპირატესობაზე საუბრობს. ახალგაზრდა მეღვინის მიზანია ღვინის მომზადების უნიკალური ტრადიცია თაობიდან თაობაზე შენარჩუნდეს.

CNN-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ გაშვებული სარეკლამო ვიდეორგოლების დაფარვის ზონა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია.

ცნობისთვის, კამპანიის ფარგლებში, CNN-ის ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში სტატიები, ონლაინ ბანერები და საქართველოს ტურისტული ტურისტული პროდუქტებისა და მიმართულების შესახებ სტატიები გამოქვეყნდა, ქართული კულტურის შესახებ კი 30 წუთიანი გადაცემა მომზადდა. CNN-ის ეთერით 30 წამიანი ვიდეორგოლი (ზაფხული/ზამთარი) გადაიცემოდა, მომზადდა 5 სატელევიზიო რეპორტაჟიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g