LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული მიწა არ იყიდება“ – სოფელ რუისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა

69
uno-2021-04-24t165240-684

„ქართული მიწა არ იყიდება“ – ამ ლოზუნგით სოფელ რუისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართა.

შეკრებილებმა „რიონის ხეობის მცველებს“ სოლიდარობა გამოუცხადეს და ხეობაში სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები იმ სტადიონის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, რომლის გასხვისებაც, მათი თქმით, რუსულ კომპანიაზე იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ სასამართლოს გზით ამ პროცესის შეჩერება მოხდა.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ჰესების მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან თუმცა ამბობენ, რომ „ნამახვანჰესის“ გარშემო ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g