საქართველოს მთავრობა მზად არის ყაზახურ მხარეს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მართვის უფლება დაუბრუნოს, თუმცა იმ პირობით რომ ყაზახები კომპანიაში ინვესტიციებს განახორციელებენ.
როგორც დღეს ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუხადა, ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა მასთან გამართული შეხევდრის დროს ქართულ მხარეს შესთავაზა სამუშაო ჯგუფის კომპანიაში შესვლა გარკვეული ინფორმაციის სანახავად.
„ამის შემდეგ უკვე ყაზახური მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრიდან პირდაპირ გაჟღერდა, რომ ჩვენთვის სასურველი და აუცილებელია ყაზახური მხარის დაბრუნება მენეჯმენტში, რომ მათ თვითონ გააგრძელონ კომპანიის მართვა. თუმცა აქვე განვმარტეთ, რომ კომპანიას სჭირდება ინვესტიციები და ყაზახურ მხარეს უნდა ჰქონდეს გათავისებული, რომ ამხელა კომპანიას, რომელიც არის ექსკლუზიური მომმარაგებელი ჩვენი დედაქალაქის, აუცილებლად დასჭირდება ინვესტიციების ჩადება“ – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა ბაკიტჟან საგინტაევმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ ყაზახური მხარე დაინტერესებულია, რომ საკუთარი აქტივები რისკებისგან დაცული ჰქონდეს.
„ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ მიმართებაში სადაო სიტუაციაა, დაახლოებით 6-7 წელია არ ვმართავთ ამ აქტივს, იქ არის სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველი, ეს სიტუაცია წლებია გრძელდება და ჩვენ არ გვაქვს წვდომა საკუთარ აქტივებთან, რომელშიც 142 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული. შესაბამისად, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ეს აქტივი იქნება დაცული, ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ აქტივს სრულად დაიცავს, რომ მათ სხვა განზრახვა არ აქვთ და ქართულ მხარეს სურს, რომ ყაზახეთი დარჩეს ინვესტორად აღნიშნულ ბიზნესში,“- განაცხადა ბაკიტჟან საგინტაევმა.
ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოში 16 თებერვალს ჩამოვიდა. ბაკიტჟან საგინტაევმა დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი, ბათუმის პორტი და ბათუმის ნავთობტერმინალი მოინახულა და ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
მართვის უფლება დაუბრუნოს, თუმცა იმ პირობით რომ ყაზახები კომპანიაში ინვესტიციებს განახორციელებენ.