LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული მოცვი, მწვანილი და ბოსტნეული ყატარის სუპერმარკეტებში იყიდება

609

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ყატარში ექსპორტზე ქართული პროდუქცია გავიდა. კომპანია „იუვის ბერის“-მა არაბულ ქვეყანაში ლურჯი მოცვი, პომიდორი, ქინძი, ოხრახუში, კამა და სხვა სახის მწვანილი გაიტანა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წლის ივნისში ყატარში ახალი ექსპორტიორი ქვეყნების და კომპანიების მოძიების საჭიროება გაჩნდა, რაც განსაკუთრებით საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შეეხო. ყატარის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოს საელჩოს ყატარში პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირებაში დახმარებისთვის მიმართეს. სწორედ ამ მიზნით, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ 100-ზე მეტ კერძო კომპანიას, საქართველოს საელჩოს ყატარში მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ და გააცნეს ის პირობები და მექანიზმები, რომლითაც სახელმწიფო აქტიურად ეხმარება ქართულ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაში.

”სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში“ შეთავაზებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან მცირე დროში, მოხერხდა ყატარის მხარესთან რამდენიმე ქართული კომპანიის აქტიური მოლაპარაკებების წამოწყება. როგორც აღვნიშნეთ, კომპანიამ „იუვის ბერის“-მა ყატართან მოლაპარაკების ფარგლებში წარმატებით გააფორმა კონტრაქტი ყატარის ჰიპერმარკეტების ქსელთან Lulu-სთან, სადაც უკვე მოცვის, ბოსტნეულისა და მწვანილის ექსპორტს ახორციელებს”, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები