საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებამდე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკან გაიწვევს.
დეპუტატის განმარტებით, მის ნაცვლად, პარლამენტს ახალი ვარიანტი წარედგინება, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებითაა განსაზღვრული.
„საკონსტიტუციო ცვლილებების ის ვარიანტი შემოვა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებით არის განსაზღვრული. იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმება რამდენიმე საკითხს ეხება, რისთვისაც საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში.
ეს არის საარჩევნო ბარიერი, პროკურორის არჩევის წესი და ოთხკაციანი ფრაქციის შექმნა. ამ საკითხზე ოპოზიციასთან კომუნიკაცია გვქონდა და მოხდება ცვლილებების ინიცირება,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.