LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან – ხვიჩია დმანისში დაჭრის ფაქტზე

28
BeFunky-collage (22)

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დმანისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება და ამბობს, რომ ყველას ინტერესია – ადამიანი კრიმინალის შედეგად საკრებულოს წევრი არ გახდეს.

ხვიჩიას თქმით, “ქართული ოცნება”, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს, არის ის, რომ ამ კანდიდატს რეგისტრაციიდან ხსნიდეს:

“თუ მართლა “ქართული ოცნების” კანდიდატის შვილის მიერ მოხდა დაჭრა, ის კანდიდატი უნდა მოიხსნას. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა, დაასახიჩრა.

“ქართული ოცნება” პირველი, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს, ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან. ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი”, – თქვა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები