LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებს – პროევროპული ძალების გაერთიანების მიზანია ყველა მოქალაქეს მიწვდინოს ხმა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და პრორუსობა არ შეიძლება: სერგო ჩიხლაძე

51
სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პროევროპული ძალების გაერთიანების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, რუსეთის ჰიბრიდული ომის მექანიზმი საქართველოში სრული სვლით არის ჩართული, ასევე შესასრულებელია ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და სწორედ ამიტომ, საჭიროა იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

სერგო ჩიხლაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „აღვირახსნილ, ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებს.

„პროევროპულია ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია და იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, საჭიროა კანდიდატი სტატუსის მიღება და 12 რეკომენდაციის შესრულება. ვერთიანდებით ამ დიდი მიზნის გარშემო, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია. გაერთიანებულები ვიქნებით არამარტო პარტიები, არამედ სამოქალაქო წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც. ყველამ ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რომ ყველა მოქალაქეს მივწვდეთ და დავანახოთ, რომ ჩვენი მომავალი ევროკავშირშია და ა ქვეყანაში პრორუსობა არ შეიძლება. ერთადერთი ალტერნატივა ამ ქვეყანას განვითარების აქვს ევროპაში.

რაც შეეხება კითხვას, რატომ ახლა? – შეზღუდული ვართ ვადებში და მეორე, ვხედავთ აღვირახსნილ ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება თავიანთი მაღალჩინოსნების და ვითომ პარტიიდან წასული დეპუტატების სახით.

ეს საფრთხეები იზრდება, რუსეთის ჰიბრიდული ომის მექანიზმი სრული სვლით არის ჩართული საქართველოში და პლუს გვაქვს ვადები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ძალისხმევა გავაასმაგოთ.

ერთადერთი კრიტერიუმი, რომ ჩვენ ერთობლივად და სინქრონიზებულად და კოორდინირებულად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ეს არის, რომ ძალისხმევა გავაერთიანოთ ამ საერთო მიზნის მისაღწევად.

საუბარი არ არის კოალიციებზე, ეს ფიზიკურადაც ვერ მოხდება, რადგან კოალიცია იქმნება ან წინასაარჩევნოდ, ან არჩევნების შემდეგ და გამარჯვებულმა ძალებმა უნდა შეკრან ერთმანეთთან კოალიაცია. არანაირ კოალიციაზე, გაერთიანებაზე ან ბლოკზე საუბარი არ არის.

პირველ რიგში იქნება პარტიებს შორის თანამშრომლობა, არავისთვის ჩაკეტილი არ იქნება ეს კარი. ყველა პროევროპულ პარტიასთან და საზოგადოების აქტიურ პირებთან ვითანამშრომლებთ.

შესაძლოა იყოს მოსახლეობასთან შეხვედრები ერთად ან ცალ-ცალკე,მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება კოორდინირებულად.

ამ ეტაპზე კოორდინაციაში ვართ, „დროასთან“, „ლელოსთან“, „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“. შეზღუდულები არ ვართ, რომ მხოლოდ ეს პარტიები ვიყოთ. ორი კრიტერიუმი უნდა დაკმაყოფილდეს, რომ შევძლოთ თანამშრომლობა, პროევროპელობა – ვინც თვლის, რომ ნამდვილად გვინდა ევროპა და პრორუსობა სირცხვილია და ვისაც ჩვენი ქვეყნისათვის კარგი მომავალი უნდა.

ჩვენ გვინდა, რომ ამ პროცესში ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება, რომელთა სურვილსაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება წარმოადგენს“, – აცხადებს ჩიხლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები