LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება”: ”ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ”ქართულ ოცნებასთან” არანაირი შეხება არ აქვს”

108

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” განცხადებით, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ”ქართულ ოცნებასთან” არანაირი შეხება არ აქვს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის მარტივი მანიპულაცია, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები ხშირად მიმართავენ.
”დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ე.წ. კვლევის შედეგები, რომელიც თითქოს “ქართულმა ოცნებამ” პირველ ივნისს ჩაატარა. ვაცხადებთ, რომ მედიაში გამოქვეყნებულ ამ კვლევას არანაირი კავშირი არა აქვს არც „ქართულ ოცნებასთან” და არც რეალობასთან. სამწუხაროდ, ამავე სააგენტომ აქამდეც გაავრცელდა მსგავსი ტიპის ე.წ კვლევა. ეს არის მარტივი მანიპულაცია და პოლიტიკაში ჩვენი კონკრეტული ოპონენტი ხშირად მიმართავს ამ მეთოდებს. “ქართული ოცნება” კვლევებს რეგულარულად ატარებს. არჩევნებამდე დაგეგმილია სავარაუდოდ კიდევ 2 კვლევის ჩატარება. შედეგებს კი საზოგადოება არჩევნების დასრულების შემდეგ იხილავს, როდესაც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” გამარჯვებას მოიპოვებს”, – ნათქვამია ”ქართული ოცნების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები