LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” გამიზნულად მალავდა იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს: ანა ბიბილაშვილი

79
ანა

“ქართული ოცნება” გამიზნულად მალავდა იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს, – ამ განცხადებით „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ვანდალურ ფაქტს გამოეხმაურა.

ბიბილაშვილის თქმით, ინფორმაცია სუს-ის კრებსებში ჩანს და თბილისის მერიის მიერ მთაწმინდის პანთეონში ჩატარებული სადრენაჟო სამუშაოების დროს, იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებასა  და მისი ნეშტის ნაწილები გაბნევას უკავშირდება.

“ეს იმის, ბრალია, რომ კალაძე და ქალაქის მმართველობა ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ადამიანების წინაშე ანგარიშ ვალდებულები არიან” – ანა ბიბილაშვილი

ბიბილაშვილის განცხადებით, ეს არის ქალაქის მმართველობის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ქალაქის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული სიწმინდეების მიმართ.

“ეს არის ქალაქის მმართველობის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ჩვენი ქალაქის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული სიწმინდეების მიმართ”  – ანა ბიბილაშვილი

„ცნობილი გახდა, რომ ძირი გამოუთხარეს გოგებაშვილის საფლავს და ნეშტი გაიბნა. ეს არის ქალაქის მმართველობის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ჩვენი ქალაქის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული სიწმინდეების მიმართ. ვწუხვარ, რომ მიწევს განცხადების გაკეთება, იმ ძალიან ცუდი სისტემის, არასწორი მეთოდით მოპოვებული მასალების შინაარსზე, მაგრამ ეს არის საკითხი რომელიც ყველას შეგვეხო,“ – აღნიშნა ბიბილაშვილმა და აღნიშნულ საკითხზე კალაძის ბრალეულობაზე ისაუბრა.

“არავინ ვიცით რა ხდება ამ ყველაფრის მიღმა და რამდენი სიწმინდეა ხელყოფილი.” – ანა ბიბილაშვილი

„ეს იმის, ბრალია, რომ კალაძე და ქალაქის მმართველობა ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ადამიანების წინაშე ანგარიშ ვალდებულები არიან. ამ ვანდალური ფაქტიდან, ორი წელი გავიდა. ჩვენი ეროვნული სიწმინდეები საფრთხის ქვეშაა და ამის შესახებ საზოგადოებას არაფერი აცნობეს. არავინ ვიცით რა ხდება ამ ყველაფრის მიღმა და რამდენი სიწმინდეა ხელყოფილი. საინტერესოა, კიდევ რამდენ რამეს მალავს, კალაძე მის მიერ გამოქვეყნებული გაპრიალებული და უზადო პრეზენტაციების მიღმა,“ – ანა ბიბილაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g