LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ – „გრძელვადიანი ხედვის რეიტინგით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია“

117
ქართული ოცნება

„ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, აქვეყნებს გრძელვადიანი ხედვის რეიტინგს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და გრძელვადიანი ხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 16-ე პოზიციაზე მოხვდა.

„საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 31 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ირლანდია, ისლანდია, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ევროპის საუკეთესო სამეული ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, შვეიცარია და საქართველო.

მთავრობის გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე რამდენად აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს გრძელვადიანი ხედვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g