LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქციებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

54
ზარქუა

“ქართულ ოცნებაში” მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქციებს და პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. მმართველ გუნდში, ასევე, ამბობენ, რომ კონკრეტული პარტიები და მედიასაშუალებები ტრაგედიას მხოლოდ მათი ინტერესებისთვის იყენებენ, რაც, მათი შეფასებით, ამორალურია.

“ხელმოცარულ ოპოზიციას უნდა ახლა საბაბი ნახოს, რომ ხალხი გამოიყვანოს, თავიანთი ჭკუით და ახლა მოითხოვენ პრემიერის გადადგომას. ვნახეთ ეს უკვე. არც მხარდაჭერა აქვთ, არც შესაბამისი რესურსი აქვთ ადამიანური და არც მორალური უფლება აქვთ, რომ ჩვენ გვეძახიან მოძალადეებს. ვინ? ბოკერია, სააკაშვილის გუნდი.

შეიძლება გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება? ეს ხომ ამაზრზენია,” – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები