„ქართული ოცნება“ მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე ხელს თუ არ აიღებს, ამას კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება”,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუამაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩება.
“ბუნებრივია, ასეთი განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩება. უმკაცრესი შეფასებები მოვისმინეთ როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე ამერიკის იმ პროცესზე, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ეს არის დამღუპველი პროცესი ქვეყნისთვის. „ქართული ოცნება“ ხელს თუ არ აიღებს მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე, ამას განცხადებების შემდეგ კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.