ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს.
კინზინგერი ტვიტერზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ CNN-ის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. კობახიძის შეფასებით, CNN-ის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა.
„ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს, ძალიან სამწუხაროა“. – დაწერა ადამ კინზინგერმა.
Georgia Dream is not even hiding anymore their love for Russia. Very sad. https://t.co/mjvPdluhd9
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) January 24, 2023
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი განიხილა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა. რაზედაც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „შეგნებულად ხდება [სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით] ცრუ ინფორმაციის გავრცელება“
„ჩვენ ყველაფერი უნდა დავუპირისპიროთ ასეთ პოლიტიკურ ინტერესებს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას